სტუმრად მეტყევესთან

მ/წლის 3 თებერვალს  ქალაქ  ვალის N 2 საჯარო სკოლის  კლუბ ,,ეკო-Vision" -ის   წარმომადგენელი ემზარ გოზალიშვილი ადგილობრივ მცხოვრებს ვაჟა ხითარიშვილს შეხვდა.შეხვედრის მიზანი მოსახლეობის შეშით მომარაგების კუთხით  არსებული მდგომარეობის შეფასება იყო.
 ვაჟა ხითარიშვილისათვის  უკვე ოთხი წელია მოსახლეობის შეშით მომარაგება ძირითადი საქმიანობა და შემოსავლის წყაროა, მას სურვილი აქვს გაიაროს ტრენინგი , გადამზადების კურსები უსაფრთხოების ნორმების  დაცვის   მიზნით. სოფლიდან ტყემდე,საიდანაც მან შეშა უნდა გამოიტანოს  თორმეტი საათის სავალია    ის  შეშით მომარაგებას ძირითადად აგცსტოსა და სექტემბერში   თვეში ახორციელებს . ქალაქ ვალის მოსახლეობის 80% პროცენტი შეშას იყენებს საწვავად.
 ადგილობრივ მცხოვრებელთან კითხვარის შევსების  შედეგად გამოიკვეთა რომ სატყეო გზები დაიხრამა და მიუვალი გახდა,რაც ართულებს ტყიდან საწვავი შეშის გამოტანას,ასევე სატყეო გზები ქმნის უსაფრთხოების პრობლემას, ანუ არსებობს რისკი დაზიანებულ გზებზე გადაადგილებას მოჰყვეს უბედური შემთხვევა, მოძველებულია ტექნიკა,   ვინაიდან აღარ ხდება ტყის საფარის  განაშენიანება  ტყეში საშეშე რესურსი შემცირებულია, რის გამოც სოფელს შესაძლოა მომდევნო სამი წლის განმავლობაში შ ეშით მომარაგების პრობლემა შეექმნას,ვაჟა ხითარიშვილი აღნიშნული პრობლემის მოგვარების ძირითად მოგვარების გზად შესაბამისი სამთავრობო და არასამთავრბო  ორგანიზაციების საქმიანობის გააქტიურებაში ხედავს.
   

Комментариев нет:

Отправить комментарий