სტუმრად მხატვართან

,,ნახატებით ნათქვამი სათქმელი"
რევაზ ხითარიშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის მკვიდრია. ის ამჟამად 64 წლისაა და უკვე 44 წელია ხატავს.პროფესიით პედაგოგი ხატავს თითქმის ყველგან, კედელზე , კარზე, ტილოზე.... მოლბერტი,აკვარელი, ფერებში ამოსვრილი ფუნჯები, მოხატული სახლის კედლები, სკამები, კარიც კი მხატვრის მისტიკურ სამყაროში შეგიყვანთ. სახელოსნო საცხოვრებელ სახლშია, იქ ისეთი გარემო სუფევს ადამიანს ყველა ამ ქვეყნიურ პრობლემებს, რომ დაავიწყებს და სადღაც უსასრულობაში გადასტყორცნის.ის ხატვას ძირითადად სტუდენტობის ასაკში დაეუფლა, ნახატებს კი, ხან მეგობრებს ჩუქნიდა ხან კიდევ ყიდდა და ამ ფულით თავს ირჩენდა, მაშინაც და ახლაც ყურადღებას ფერების დაწყობას, თავისუფალ მიდგომასა და კომპოზიციის სისრულეში მოყვანას აქცევს, დიდ დროს უთმობს ამ საქმეს, რადგან მიაჩნია,რომ შრომით და განსხვავებული ხედვით უფრო სრულყოფილად გადმოსცემს ნახატის ხასიათს.
რევაზ ხითარიშვილიმა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და მასწავლებლადაც მუშაობდა,ის ახალგაზრდებს მოუწოდებს,რომ მიზნების მიღწევა თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს და რაიმე კონკრეტული სფეროს შესწავლით პროფესიის არჩევა არ ხდება, მხატვრობა ისეთი რთული სფეროა ,რომ ადამიანი მთელი ცხოვრება სწავლობს, სხვადასხვა ნახატით სხვადასხვანაირად გადმოდცემს სათქმელს და და ეს თავისუფალი ნახატები დროში ხვეწავს ადამიანს.
რევაზს 1000 ნამუშევარი აქვს შექმნილი .ნახატების გარდა ის ქანდაკებებზეც მუშაობს , მაგალითად, მისმა ესკიზმა ,,მტკვრის ხეობა მესხეთში" ახალციხეში რაბათში გამართულ კონკურსში გაიმარჯვა.
მხატვრის მიზანი მის ხასიათს ემთხვევა მას სურს უფრო და უფრო მეტი დახატოს ,ბევრი ნამუშევარი შექმნას რათა პროფესიულად დაიხვეწოს .მისი ნახატების ღირებულება 300 ლარიდან 3000 ლარამდე შეადგენს.
მიზანი 4: ინკლუზიური და თანასწორი განათლების უზრუნველყოფა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობის შექმნა ყველასათვის.
აღნიშნულის შესახებ,ასევე გამოქვეყნდა ეტალონის ოფიციალურ ვებ-გვერძე. გთხოვთ იხ. ბმული: https://www.etaloni.ge/geo/main/index/36845?fbclid=IwAR3lUw6qbrH3BGlwKy8shqTAGHl6WG7cR-RCm6mrW69Y_jDZ8vs-tMOKxps
 

Комментариев нет:

Отправить комментарий