ვალე პატარა, მაგრამ მყუდრო ქალაქია გამორჩეული ხალხით ტრადიციებითა და მენტალიტეტით.სწორედ ამ პატარა ქალაქის მკვიდრია ემზარ გოზალიშვილი,რომელიც უკვე რამდენიმე წელია ნარჩენებისაგან (საბურავები, ლუდის ბოთლები) საოცარ ნაკეთობებს აკეთებს და თავის ეზოს,, ემზი ლენდს" უწოდებს.ეკო კლუბის წევრი და პატარა მოხალისეები დღეს შეხვდნენ და გაესაუბრნენ მას. შეხვედრა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა. ბატონმა ემზარმა მათ ნარჩენებისაგან დამზადებული ნივთების ისტორია უამბო.16 წლის წინ ,მაშინ როდესაც ქ.ვალეში სკვერიც კი არ იყო მას აზრად მოუვიდა შვილიშვილისათვის ეზო მოეწყო და გაელამაზებინა სწორედ ამ მიზნით სტუმრობდა მაღაზიებსა და ,,ვულკანიზაციებს" და იქ მყოფ ადამიანებს საბურავებსა და ბოთლებს სთხოვდა. სახლში მოტანილ ნარჩენებს კი გულმოდგინედ ამუშავებდა და მათგან ულამაზეს ნივთებს ქმნიდა.
Комментариев нет:
Отправить комментарий