ჩემი სოფლის ტოპონიმები
დასაწყისისათვის განვმარტავ, რომ გეოგრაფიულ სახელებს ტოპონიმიკა შეისწავლის, რომ ის ბერძნული სიტყვაა და ქართულად ადგილს ნიშნავს, ,,ტოპონიმიკა (ბერძნ. topos — ადგილიდაonyma — სახელი) — ონომასტიკის შემადგენელი ნაწილი, რომელიცშეისწავლისტოპონიმებსანუგეოგრაფიულსახელწოდებებს, მათმნიშვნელობას,აგებულებასდაწარმომავლობას, განსაზღვრავსმათიგავრცელებისარეს (ზოგჯერასაკსაც). ტოპონიმთაერთობლიობასტოპონომიაეწოდება“ ( ვკითხულობთ ვიკიპედიაში), ,,რაიმეგეოგრაფიულიადგილის (სოფლის, მთის, ტყის, მინდვრისდა ა. შ.) სახელწოდება--მიხეილ ჭაბაშვილი, ,,,უცხო სიტყვათა ლექსიკონი“, 1989 წელი“.
რადგან ჩემი სოფლის ველ-მინდვრებზე, ტყესა თუ მდინარეებზე უნდა ვისაუბრო, ჯერ თვითონ სოფლის შესახებ მოგიყვებით.
ახალცხიდან,დასავლეთის მხარეს,თორმეტიოდე კილომეტრზე მდებარეობს ძველმესხური სოფელი ვალე.მის სიძველეზე ისიც მეტყველებს,რომ აქ,სოფლის. შუაგულში,ჯერ კიდევ მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში აღუმართავთ .ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია.
რას ნიშნავს ,, ვალე“ და საიდან მომდინარეობს ეს სახელი? - ამასთან დაკავშირებით არსებობს ადგილობრივ მკვიდრთა თქმულება- გადმოცემები.
1902 წელს ჟურნალ ,,მოგზაურის“ მე-5 ნომერში დაიბეჭდა ბაგრატ ბეთანელის მიერ ჩაწერილი ლეგენდა სათაურით ,,სოფელ ვალის სახელწოდებაზე“, რომელშიც ნათქვამია: ; ,,ერთხელ, ძალიან ძველ დროს,ერთ იმერელს აბასთუმნის გზით აქეთკენ ჩამოუვლია, გაუტოპავს ფოცხოვის წყალი და დაუნახავს ერთი ძველი ტაძარი, მისულა დაუთვალიერებია ძალიან მოსწონებია და დაბრუნებისას ერთი მუჭი ცერცვი მიუპნევიადა უთქვამს: ეს შენ მოგავალეო“. რამდენიმე თვის შემდეგ იმერელს ისევ აქეთ გამოუვლია და უნახავს,რომ მის მიერ ტაძართან მიპნეულიცერცვი ამოსულიყო და ძალიან გაზრდილიყო.იმერელს მოსწონებია ეს ადგილები და აქ გადმოსულა საცხოვრებლდ. როცა ეს ცერცვი მოუთიბავს, უთქვამს: ,,ვალი ავიღეო“. ამიტომაც ამ სოფელს ჯერ ვალი რქმევია,შემდეგ კი-ვალე დაერქვა.“
მეორე ლეგენდის თანახმად, ,, ძველად ერთი შეძლებული კაცი თავისი მხლებლებით წამოსულა სტუმრად სოფელ ორალიდან სოფელ ირქაშითუ ყორაშენში. ვალეში, პატარა მდინარის პირას დაუსვენიათ.მდიდარ კაცს მოსწონებია ადგილი და უთქვამს: ,,ჩემი ვალია, მეზობელი სოფლების დახმარებით აქ ეკლესია ავაშენოო.“ მართლაც აშენდა ეკლესია,ამ სოფლების მოსახლეობის ნაწილი კი დასახლებულა ეკლესიის მახლობლად დ ამ დასახლებისათვის უწოდებიათ ვალე. - დავით გიორგაძის გადმოცემა.
არსებობს კიდევ ერთი გადმოცემა, რომელიც თურქთა ბატონობის დროს უნდა იყოს შეთხზული: ,,როცა თათრები იტაცებდნენ ბავშვებს, ქალებს მოხუცებს კაცები დაედევნებოდნენ დ ტყვეებს ათავისუფლებდნენ.ეს მათ თავიანთ მოვალეობად მიაჩნდათ,სოფელსაც ამიტომ დაერქვა ვალეო. -პანტელ ნადირაძის გადმოცემა.
სოფლის სახელის შერქმევასთან დაკავშირებით ეს თქმულებაყველაზე ნაკლებ სარწმუნოა,იმიტომ, რომ თურქები მე-17 საუკუნიდან მოეძალნენ მესხეთს, სოფელი და ეკლესია ბევრად უფრო ძველია.
ასე რომ, ვალე თავისი ათასწლოვანი ეკლესიით ისტორიული სოფელია,ამას ადასტურებს 1595 წელს შედგენილი ,,გურჯისტანისვილაეთის დიდი დავთარი“ეს თურქული დოკუმენტი გადმოქართულებულია აკადემიკოს სერგი ჯიქიას მიერ, ვალე წარმოდგენილია 59 კომლიან სოფლად. სოფელი საკმაოდ დიდი ყოფილა,იმიტომ, რომ თურქები თითოეულ ოჯახში 25 სულს ანგარიშობდნენ.(სააკ ზაქროშვილი, ვალე 2010წ)
არანაკლებ საინტერესოა სხვა ადგილთა ტოპონიმები. აქ ყველაფერს ქართული სახელი ჰქვია, რაც იმაზე მეტყველებს, რომამ ტერიტორიაზე მესხები უძველესი დროიდან სახლობენ.
ალიასეული- ვინმე ალიასაგან ნაყიდი ყანების სახელწოდებაა.
არჯანა - მდებარეობს სამხრეთით 1,5 კილომეტრზე. 1944 წელს გამაჰმადიანებულთა გასახლების შემდეგ,აქ ვალელებს მეღორეობისა და მეფრინველეობის ფერმები ჰქონდათ.მოხსენიებულია ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“.
ახორეთები - პატარა ღელე, სადაც წყლის ნაკადული ჩამოედინებოდა წყალთბილის მხრიდან. ეტყობა, აქ ვალელებსახორები ანუ ბოსლები ჰქონდათ მოწყობილი.
ბამბა-ღეჭია- მიწები ,რომლების სახნავ-სათესია.
ბოლო -ბოსტნები -ფოცხოვის ნაპირზე ყანები ,გადმოცემით კი ძველად აქ სოფელი,, ,,ნათლისმცემელი“ ყოფილა.
თეთრი წყარო - ნასოფლარია არჯანასა და ვალის მთებს შორის, კირიანი ნიადაგიდან გამოდის და არის თეთრი შეფერილობისა,ამიტომ ოდითგან თეთრ წყაროს ეძახიან.
ზედა ჯაყი - სოფელი ,მოხსენიებულია ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“.
ზღვარ-მაღლები- ფოცხოვის ნაპირზე ყანები,რომლების სახნავ-სათესია.
თინარები --ფოცხოვის ნაპირზე ბაღების სახელწოდებაა.
თოფიგზა- თოფის გზავალის სათიბებში გადმოცემით,თამარ მეფეს გაუკეთებია.
თაქ-ყაინი-თურქულია და ნიშნავს ,,კენტი არყი“-ს,ვალისსათიბებია მთაში.
იმპოლა- მარილის ციხე.
ინჯგოლა- სათიბები ვალის მთაში ,ანუ ვიწრო გოლა,გუბე.
ირქა-ნასოფლარი და ეკლესია ფოცხოვის მარცხენა მხარეს, როგორც სოფელი ,მოხსენიებულია ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“.
იფნის წყარო- აშენებულია ძალიან ძველ დროს. სოფლის ქვედა უბანში ახალციხე - ნაოხრების გზის პირას.
კორაშენი- მოხსენიებულია ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“,როგორც სოფელი, მდებარეობს მდინარე ფოცხოვის პირას.ამჟამად აქ მხოლოდ ბაღებია.
ლარები- ვიწრო და გრძელი ყანები სოფლის ჩრდილოეთით.
მაზანები -ჰქვია სახნავ -სათესს მიწებს.
მლაშეები- ჰქვია ადგილს,სადაც მლაშე წყალი გადმოდის.
მოკრული- შემოღობილი ადგილი,ვალის წისქვილის მარჯვენა მხარეს.
მეფის წყარო- გადმოცემით თამარ მეფეს აქ დაუსვენია ,წყალი შეუსვამს და უზომოდ მოსწონებია ეს ადგილი.
სასირო- ანუ სასეირო, მასიური სანახაობების ჩასატარებლად აქ სოფლის მოსახლეობა იკრიბებოდა.მოგვიანებით კი აქ მეფრინველეობის ფერმა მოაწყეს.
სატყეპელა - თურქეთის საზღვართან არის მაღალი მტა ,სადაც ხშირია სეტყვა,რომელიცტურმეტყეპავსსატიბ ბალახს ამიტომაც ქვია მ ადგილს სატყეპელა.
ფოტოროები- შიშველი უსარგებლო ადგილები ვალეში.
წითლი გვერდი- ამჟამად სოფლის ერთ-ერთი უბანი, წინათ აქ საძოვრები ყოფილა.მზის ჩასვლისას მოწითალო ელფერი ედება.
ჭანჭახები- ანუ ძანძახები,ჭაობიანი ადგილები სოფლის ბოლოს.
ჯაყისმანი - როგორც სოფელი ,მოხსენიებულია ,,გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“.სოფლისსახელწოდებამიღებულია მდინარე ჯაყის-წყლისგან. ამ წყლის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: ,,ხოლო ბოცოსა და ქუაბლოვანის წყლის შესართავსქუეითამ წყალს ერთვის ჯაყის წყალი“.
1897 წელს მესხი მამულიშვილი კონსტანტინე გვარამაძე თავის ნაშრომში- ,,აკაკის კრებული“ წერს: ,, ვალის სოფელი შესანიშნავია ახალციხეში თავის სახნავ-სათესით, ვაკეებით, ბაღჩებით და ბოსტნებით...აღმოსავლეთისა და სამხრეთის მხარე წვრილ-სერ-გორებიანია, დასავლეთი და ჩრდილო უფრო ვაკეები; ამ სოფელს აღმოსავლეთით პამაჯის, წინუბნისა და აბათხევის სოფლები მდებარეობენ, სამხრით ნაოხრების სოფელი, ჩრდილოთ ფოცხოვის მდინარის გაღმა,- ჭიხელი, ფარეხა, მეშურნეთი, და დასავლეთით, ფოცხოვის მდინარის გაღმით, წარბათ-უბანი და არალი. ბაღჩები და ბოსტნები გაშენებულია,როგორც სოფელში, ისე მდინარის ჩაყოლება გაღმა-გამოღმა , რომელზედაც თავ-ბოლოს რვა-რვა თვალი წისქვილებია ჩარიგებული.“
უნდა აღინიშნოს, რომ პამაჯის, აბათხევის, წინუბნის, ნაოხრების, ფარეხის, წარბასთუმანისა და არალის სახელწოდებებით დღესაც არსებობენ მეზობელი სოფლები. აგრეთვე: წყალთბილა, სხვილისი, წინუბანი და სხვ.
მესხ განმანათლებელს კონსტანტინე გვარამაძეს იმავე სტატიაში მოხსენიებული აქვს ვალის ,,მიდამოს“ სხვადასხვა გეოგრაფიული სახელები: ,,ფოტოროები, ვალის-ჭალა, გრძალი-ჭალა, საგველია, თინარი, წეწნარი, მოკრული, თეთრობი, შინდის-წყარო, ავახნის-ხევი, სამგლია-ხევი, ჭორატი, ჩრდილის ძირი, ტბა, ზღვარ-მაღალი, გვერდეული, ხვლიკის-ყანა, აჩხარა, ვაჩიანი, გაბადული, მლაშე (აქ არის მარილი), ლარი, გძელა, ბერაი, კავაი, კაბარეული, ნაღვარეული, , ნაფუზარი, ქვიანი, საურმისსერი, სასისო, , წისქვილის-წვერი, დოლის-წვერი, , ხუცური, ბებერაი, საწყევარაი, ჭანჭახი, ანთუნღეული, ჭოჭი, გორი, ვარდი, ბერისეული, ნათლის-მცემელი, საკაკბე, ( აქაც წყარო არის), , წითელი-გვერდი, ადომა-ხევი, ახორეთი, კვანჩხი, ვაშლეული, საკარცხული, ჭანიური, ელია-წმინდა, ხევის-ყანა, კოლა-ღელე, წნელეულის-ღელე, ურწყავაი, კოლა-პატური, ხოდაბუნი, ნიგვზის-ძირი, ჯარმეული, ბოლო-ბოსტნები, ოჯორჯალი და სხვ.“ ( გაზეთი ,,ლიტერატურული მესხეთი“ 2012 წელი, სექტემბერი, N 9 რედაქტორი ავთანდილ ბერიძე).
ამ ტოპონიმების უმეტესობა დღესაცაა შემორჩენილი და თითქმის ყველა ადგილი ჩემი ფეხით მაქვს მოვლილი.
მშობლიურ ადგილებში ხეტიალისას გამახსენდა ერთი ლექსი:
,, ბალახს რომ ფეხი დავადგა, იქნება რამე ეტკინოს?!
მწარე ქვითინით ატირდეს, ცრემლები გადმოედინოს...“
ან კიდევ: ,,არ ვიცი ამას რა ჰქვია, როცა არაგვი აქვეა,
როცა აქვეა მტკვარი,
ახლავე მივდგებ-მოვდგები,
მაცადე, ვიდრე მოვკვდები,
გადავიხადო ვალი...“
სადაც არ უნდა წავიდე, ვიცი დედა მაინც მკითხავს: --შვილო, სად მიდიხარ, როდის დაბრუნდებიო? სად წავალ, აქვეა ფოცხოვი, არჯანა , ირქა, ჯაყისმანი, მეფისწყაროც აქვეა? მეც მაქვს გადასახდელი ვალი. სადაც არ უნდა წავიდე, მაინც დავბრუნდები! რადგან ჩემი სოფლის მსგავსი წყალი და ჰაერი არსადაც არ მეგულება.
ტოპონიმებზე მასალების მოძიება კი ძალიან საინტერესო იყო. მეზობლების, მამაჩემისა და პაპაჩემის გარდა, ოჯახის სხვა წევრებიც დაინტერესდნენ და მათთვის ნაცნობ ინფორმაციას მაწვდიდნენ.
ამრიგად,შევეცადე ჩემი სოფლის ტოპონიმებისათვის თავი მომეყარა, ისტორიული სიზუსტით გამეანალიზებინა ჩემი მიწა-წყლის ყოველი გოჯი, მოვფერებოდი ჩემი სოფლის ყოველ ხეს, ქვას, ორღობეს, წყაროს, ბაღსა და მინდორს, ხოლო იმაზე სჯა-ბაასი, თუ რამდენად საინტერესოდ და ეფექტურად გადმოვეცი აღნიშნული, თქვენთვის მომინდვია.
გამოყენებული ლიტერატურა:
აკაკი გელოვანი--,,სიბრძნის სიმფონია“, გამომცემლობა ,,ხელოვნება“. 1989 წ.
სააკ ზაქროშვილი-,,ვალე“ 2010 წ.
სერგი ჯიქია-,, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი“
გაზეთი ,, ლიტერატურული მესხეთი“ ( რედ. ავთანდილ ბერიძე), 2012 წელ, სექტემბერი, N9, სტატია ,,ს. ვალე“ კონსტანტინე გვარამაძე-,, აკაკის კრებული“
WWW.Google.com ,ვიკიპედია.
Комментариев нет:
Отправить комментарий